უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ქვეყანას ტაქტიკური მარცხი ელის. ამავე დროს, მისი თქმით, ეს სტრატეგიული გამარჯვება იქნება. შესაბამისი განცხადება კულებამ ფორუმზე „უკრაინის აღდგენა: ხარისხიანი ინსტიტუტები და ეკონომიკური უსაფრთხოება“ გააკეთა.
„ძალიან რთული იქნება რეალობასთან თვალის გასწორება. წინ ძალიან, ძალიან რთული დრო გველის, როდესაც მოგვიწევს ვაღიაროთ ძალიან, ძალიან მწარე სიმართლე. სიმართლე, რომელსაც ვერ ჩაანაცვლებს ხალისიანი პოსტები Instagram-სა ან Telegram-ზე ან რაიმე სლოგანები. და როდესაც ამ სიმართლეს ვაღიარებთ, ჩვენთვის ეს ძალიან მტკივნეული იქნება. მაგრამ შევძლებთ მომავლის აშენებას. მე და თქვენ გვექნება შესაძლებლობა, ავაშენოთ ნორმალური მომავალი. სიმართლის აღიარებაზე უარის თქმა უკან შეგვაყოვნებს. ტაქტიკური, იმიტომ რომ ამ მომენტში ეს უსიამოვნო იქნება, მაგრამ გავიხსენოთ, დაიწყო ეს შემოტევა – ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, როგორც ერის განადგურების სურვილით. თუ გჯერათ, რომ ჩვენი დაპყრობის შემთხვევაში ყველაფერი ისევე დარჩებოდა, რადგან ისინი ცივილიზებული ადამიანები არიან, სამწუხაროდ, ღრმად ცდებით“, – განაცხადა კულებამ.
