საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ ჩავარდნის ფაქტს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ამით აგენტურულ ძალებს გარკვეული საფუძველი გამოეცალათ.
„გახსოვთ, ეს ადგილობრივი აგენტურა, რადიკალთა ჯგუფები როგორ დაძრწოდნენ კარიდან კარზე, რომ როგორღაც დაეზიანებინათ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები და მიაღწიეს რას – ნახეთ, რომ სენატის სპიკერმა დაბლოკა ეს აქტი და ბუნებრივია, ამით გარკვეული საფუძველი გამოეცალათ ამ ძალებს”, – განაცხადა სოსიაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღების ინიციატივა, რომელზეც ოპოზიცია იმედებს ამყარებს, ისევ ჩავარდა.
კომენტარები
