4 დეკემბერს აშშ-ის სამხედრო ძალებმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული გემი დაბომბეს, – ინფორმაციას აშშ-ის სამხრეთი სარდლობა ავრცელებს.
აშშ-ის სამხრეთის სარდლობაში აცხადებენ, რომ დაბომბვა, პიტ ჰეგსეტის მითითებით, ოპერაცია „სამხრეთის შუბის“ ფარგლებში, საერთაშორისო წყლებში განახორციელდა. მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ოთხი მამაკაცი დაიღუპა.
ტრამპის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სექტემბრის დასაწყისიდან მოყოლებული აშშ-ის სამხედროებმა 20-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს გემებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ნარკოვაჭრობაში იყვნენ ჩართული კარიბის ზღვის აუზსა და აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში, რასაც, სულ მცირე, 87 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კომენტარები
