შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” სუს-ში განუცხადეს, გომელაურმა უწყების გამომძიებლის შეკითხვებს დღეს დილით უპასუხა.
არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით გამოიკითხა.
ასევე BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით დღეს გამოიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ .
ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.
