არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა და ვამტკიცებთ, რომ დაუპირისპირდნენ ლეტალური საშუალებით? ეს ყველაფერი ყალბი აჟიოტაჟია, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
„იაფფასიანი მცდელობებია, ვინმე შეცდომაში შეიყვანონ და ილუზია შექმნან, თითქოს რაღაც ისეთი მოხდა თბილისში აქციებისას, რომელიც სამართალდარღვევას შეიცავს. სხვათა შორის, ეს კარგად გამოჩნდა კვალიფიციური ექიმების შეფასებებითაც. თავის მხრივ, აღმოჩნდა, რომ „ბიბისი“ ვისაც ეყრდნობოდა, მათ ისეთი რამ არ უთქვამთ. ამიტომ, ყველამ თავი უნდა შეიკავოს ასეთი მცდარი, არასწორი, უსაფუძვლო დასკვნებისგან“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, ქიმიურ მოწამვლასთან დაკავშირებით უსაფუძვლო აჟიოტაჟია ატეხილი.
„ადამიანებს როდესაც ეუბნებიან, თითქოს ვინმემ ვინმე მოწამლა, ზედმეტად ფრთხილები უნდა იყვნენ. მაღალკვალიფიციური ექიმების დასკვნებითაც მარტივად დასტურდება და ელემენტარული ლოგიკაც კმარა იმის სათქმელად, რომ აბსოლუტურად არასწორად, უსაფუძვლოდ ატეხილი აჟიოტაჟია ქიმიურ მოწამვლასთან დაკავშირებით. ნივთიერება, რომელზეც ადამიანებს ეუბნებით, რომ გამოიყენეს, წყალში საერთოდ არც ზავდება. ძალიან გთხოვთ, ვიდრე ადამიანებს ეტყვით, რომ ისინი მოწამლეს კონკრეტული ნივთიერებით, მანამდე მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
