ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელმა ემზარ გაგნიძემ დღეს ბრიფინგი გამართა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფრთხილებს ყველას, ვინც შესაძლოა რაიმე სახის კორუფციულ დანაშაულებში აპირებდეს მონაწილეობას, კარგად დაფიქრდნენ, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რადგან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კორუფციის დონე მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყოს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით” – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა.
კომენტარები
