როგორც ჩანს, ცალკეულ პირებსა და ორგანიზაციებს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველებს, ეშინიათ იმის, რომ ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად იქნება მდგრადი, თავისთავადი და განვითარებული, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა კოკა მორგოშიას მიერ არაბულ ინვესტიციაზე გაკეთებული განცხადების შეფასებისას.
„ამ ფსევდოპატრიოტებს სინამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვთ ეროვნულ ამოცანებთან, მაგრამ ამ მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი პირდაპირ ილაშქრებენ ჩვენს ქვეყანაში უპორეცედენტო ინვესტიციის წინააღმდეგ, რომელსაც არ ექნება ერთი კონკრეტული შედეგი. როდესაც ასეთი ინვესტიცია ხორციელდება ქვეყანაში ეს არის დამატებით სხვა დიდი ინვესტიციების მოზიდვის საუკეთესო შესაძლებლობა.
როგორც ჩანს, ცალკეულ პირებსა და ორგანიზაციებს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველებს, ეშინიათ იმის, რომ ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად იქნება მდგრადი, თავისთავადი და განვითარებული“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
