ლევან ხაბეიშვილს ამ ყველაფერზე მაშინ უნდა ეფიქრა, როცა დამხობას და ხელისუფლების გადატრიალებას აწყობდნენ, 4 ოქტომბრის მოვლენებით ყველას და ყველაფერს წერტილი დაესვა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს, მორალური პედესტალიდან სხვისი დამუნათება, ღიმილისმომგვრელია.
„ხაბეიშვილი იყო, მაგრამ უკვე პოლიტიკურ კლოუნად გადაიქცა, მისი განცხადება არაფრის მომცემია. ოპოზიციის მთავარი პრობლემაა პასუხისმგებლობის ნაკლებობა. როცა პასუხისმგებლობას არაფერზე იღებ, მათ შორის არც ქვეყნის მომავლისა და არც საზოგადოებაზე, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია. გასულმა თვეებმა დაგვანახა, რომ რიხიანი განცხადებების მიღმა აბსოლუტური ნული პასუხისმგებლობაა ოპოზიციურ სპექტრში“, – განაცხადა მახაშვილმა.
