მინდა ყველას მივულოცო ის აღიარება, რომელიც ჩვენი ხორბლის კულტურამ მოიპოვა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „იუნესკოს“ არამატერიალური ფასეულობის კომიტეტის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
„დღეს, UNESCO-ს არამატერიალური ფასეულობის კომიტეტმა აღიარა ჩვენი ხორბლის კულტურა მსოფლიო ფასეულობად და მემკვიდრეობად. ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა ჩვენთვის. მინდა ყველას მივულოცო ძალიან დიდხნიანი შრომა, რომ ასე დაფასდა და ასეთი აღიარება მოიპოვა. მინდა ყველა უწყების წარმომადგენელს მადლობა გადავუხადო, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
კომენტარები
