როდესაც პრორუსულობას გაბრალებენ, ეს კონკრეტულ მიზანს ემსახურება, ამას რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს და ეს თვითონაც იციან, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
„საუბარია იმაზე, რომ ამ ლოზუნგმა უნდა გააღიზიანოს ახალგაზრდობა, ქუჩაში გამოიყვანოს, გადატრიალება მოხდეს და მოიყვანონ მარიონეტული ხელისუფლება, ვითომ პროდასავლური, რომელიც ფეხქვეშ გათელავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და დაუპირისპირდება რუსეთს ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
კომენტარები
