კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნას აფასებს.
„ის საკითხები, რაზეც ჩვენ განსაკუთრებით, ბოლო ორი წელია, ვსაუბრობთ, თავად ევროკავშირშიც აწუხებთ. მათ შორის, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით არც ისე დიდი ხნის წინ მოვისმინეთ განცხადება, რომ თავად აპირებენ ამ მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას. ისინი ნაწყენები არიან საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ ჩვენ პრაგმატული, თანმიმდევრული და საქართველოს ინტერესებით ნაკარნახევი პოლიტიკით დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესები და საქართველო არ წაჰყვა მათ ისეთ პროვოკაციულ ნაბიჯებზე, რომლებიც ქვეყანას მიიყვანდა დაღუპვამდე”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“, ასევე, გამჭვირვალობის კანონები. ამ საკითხზე საუბარია ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტში, რომელსაც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გაფართოებასთან დაკავშირებით აქვეყნებს.
