დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომაზე დაიხურება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც მათი შეფასებით, კიდევ უფრო განამტკიცებს ქვეყნის სუვერენიტეტს, დაიცავს ქვეყნის ინტერესებს, უზრუნველყოფს მშვიდობიან განვითარებას და ეკონომიკურ წინსვლას შესაძლებელს გახდის.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.
კომენტარები
