„30 ათასამდე უკრაინელი შევიფარეთ, დავუნიშნეთ დახმარებები, ჰუმანიტარული დახმარებით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე ვართ მსოფლიო მასშტაბით,“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერში გვერდში ვუდგავართ [უკრაინას] საერთაშორისო პლატფორმაზე. ასევე ისიც უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ 30 ათასამდე უკრაინელი შევიფარეთ, დავუნიშნეთ სოციალურ დახმარებები, ბავშვებს გავუხსენით სასწავლებლები. ჰუმანიტარული დახმარებით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე ვართ მსოფლიო მასშტაბით. ერთადერთი, რაშიც ჩვენ „არ დავეხმარეთ“, არის ის, რომ სადაც ჩვენი საომარი არ არის, იქ ჩვენ არ ვიომეთ, ხოლო სადაც ჩვენი საომარია, გადახედონ ჩვენს ისტორიას, არავისი მითითება და რჩევა ამაზე არ გვჭირდება”, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

