ამ ადამიანმა, სახალხო დამცველობისას, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ყალბი დასკვნა შეადგინა, მისი ყალბი დასკვნა აიღო საბაბად ბრიუსელმა, შექმნა ენჯეო, რომელმაც ბრიუსელისგან მყისიერად მილიონობით ლარის დაფინანსება მიიღო, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ლომჯარიამ ყალბი დასკვნების საპასუხოდ, მალევე მიიღო დაფინანსება ბრიუსელისგან.
„ამ ადამიანმა, სახალხო დამცველობისას, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყალბი დასკვნა შეადგინა, რომლითაც მისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას მოითხოვდა და სასჯელისგან მისი სრული გათავისუფლების შესაძლებლობასაც ხედავდა.
სწორედ მისი ყალბი დასკვნა აიღო საბაბად ბრიუსელმა, როდესაც ევროკავშირის ელჩი დემარშით გააგზავნა იუსტიციის მინისტრთან და სააკაშვილის მათთვის გადაცემა მოითხოვა.
სახალხო დამცველის პოსტიდან წასვლის შემდეგ ნინო ლომჯარიამ შექმნა ენჯეო, რომელმაც ბრიუსელისგან მყისიერად მილიონობით ლარის დაფინანსება მიიღო, კანონის დარღვევით ეს ფული საარჩევნო აგიტაციისთვის დახარჯა და, ახლა უკვე, 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა ცრუ შეფასებები.
სწორედ ასეთი ფაქტები აძლიერებს ეჭვს, რომ ევროკავშირის გრანტები კორუფციული ინტერესით გაიცემა და, რომ პოლიტიკური და ასევე ფინანსური კორუფციის მხილების შიში არის ის მთავარი მიზეზი, რომელიც ბრიუსელის მხრიდან გამჭვირვალობის კანონზე ასეთ წინააღმდეგობას განაპირობებს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

