2025 წელს რუსებმა უკრაინის მიწის 4 400 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს, რაც ქვეყნის ტერიტორიის ერთ პროცენტზე ნაკლებია. ამის შესახებ „ბილდი“ ავრცელებს ინფორმაციას.
გამოცემის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2025 წელს უკრაინაში მიმდინარე ომში თითქმის 100 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
რუსული ოპოზიციური მედიასაშუალების, „მედიაზონას“ ანალიზმა აჩვენა, რომ მხოლოდ წლის შუა პერიოდისთვის რუსეთის დანაკარგებმა 48 000-ს მიაღწია, საიდანაც 22 000-ის სახელი იყო ცნობილი. 2025 წელს რუსეთის დანაკარგების 90 პროცენტი უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგი იყო. უკრაინას დონეცკის რეგიონში კვლავ უჭირავს 5 700 კვადრატული კილომეტრი, ზაპოროჟიეს რეგიონში – 5 800 კვადრატული კილომეტრი და ხერსონის რეგიონში – 6 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია.
კომენტარები

