უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მთავრობამ უკრაინის ევროპული ფინანსური დახმარების საწინააღმდეგო პლაკატები გამოფინა.
პლაკატებზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უნგრეთის მთავრობის ოპოზიციის ლიდერი პიტერ მაგიარი არიან გამოსახულნი, რომლებიც ოქროს უნიტაზში ფულს ყრიან.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბრიუსელის ელიტა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის გამო რამდენჯერმე გააკრიტიკა. ორბანი ამას ომის დაფინანსებას უწოდებს, რომელიც ვითარების ესკალაციის საფრთხეს ქმნის.
კომენტარები

