86 %-იანი ფასნამატის პირობებში რომ საუბრობენ 18 %-იან დღგ-ზე, ეს, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ფასების მატების ერთ-ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორად ბიზნესის მხრიდან დღგ-ზე საუბარს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღგ ბიუჯეტიდან, საბოლოო ჯამში, ისევ ხალხს ხმარდება, განსხვავებით იმ ფასნამატისგან, რომელსაც ადებენ დისტრიბუტორები და შესაბამისი სუპერმარკეტების ქსელები.
„დღგ არის 18 % და ფასნამატი არის 86 %. თან ერთი რამეა გასათვალისწინებელი, რომ დღგ ბიუჯეტიდან, საბოლოო ჯამში, ისევ ხალხს ხმარდება, განსხვავებით იმ ფასნამატისგან, რომელსაც ადებენ დისტრიბუტორები და შესაბამისი სუპერმარკეტების ქსელები. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. 86 %-იანი ფასნამატის პირობებში რომ საუბრობენ 18 %-იან დღგ-ზე, ეს, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია,“- განაცხადა პრემიერმა.

