რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ქალაქი გულიაიპოლე დაიკავა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქალაქის დაკავება რუსულ ჯარს მდინარე გაიჩუკთან პლაცდარმის გაფართოებისა და ზაპოროჟიეს ოლქის ჩრდილოეთით, ჩრდილო-დასავლეთით შეტევის განვითარების საშუალებას მისცემს.
გულიაიპოლეს დაკარგვა დაადასტურა უკრაინულმა მხარემაც. კერძოდ, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებზეც ჩანს, თუ როგორო სეირნობენ რუსი ჯარისკაცები ქალაქის ცენტრში.
გარდა ამისა, ვრცელდება ვიდეოკადრები, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფის შტაბში, რომელიც ქალაქში მდებარეობს, უკვე არიან შესული რუსები. არსებობს ვარაუდი, რომ შტაბში მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსებს ხელში ჩაუვარდებათ.
კომენტარები

