ჩვენი ქვეყნის მომავალი დგას ახალგაზრდა თაობაზე. უმნიშვნელოვანესია მათი კარგად ყოფნა, მათი კეთილდღეობა, მათი სწორად განათლება და მათი პირობების გაუმჯობესება იმ კუთხით, რა მიმართულებასაც ისინი აირჩევენ. აქედან გამომდინარე, ჩვენი გუნდის გაცხადებული პოლიტიკაც ის არის, რომ ჩვენთვის პრიორიტეტია ახალგაზრდა თაობა, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ვარლამ ლიპარტელიანმა, რომელმაც დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ხელშეწყობა სხვადასხვა სფეროში ინტეგრაციისთვის.
„ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ყველასთან შეგვიძლია დისკუსია. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით შეგვიძლია, რომ ხელი შევუწყოთ, სწორი მიმართულება მივცეთ. ვისაუბროთ, ჭეშმარიტება იბადება საუბარში. დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი ახალგაზრდა „ქართული ოცნების“ ორგანიზაციიდან გახდება წარმატებული თავის სფეროში და მიაღწევენ უდიდეს წარმატებას, რაც ჩვენი ქვეყნის წარმატება იქნება“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

