რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას მიუახლოვდნენ.
მან ივარაუდა, რომ 2025 წლის 25 დეკემბერი „ჩვენს მეხსიერებაში“ დარჩება, როგორც მიჯნა, როდესაც მხარეები უკრაინაში ვითარების დარეგულირებას მიუახლოვდნენ.
„იმ მხარის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, შევძლებთ თუ არა ბოლო ნაბიჯის გადადგმას და შეთანხმების მიღწევას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კიევმა და მისმა იმ სპონსორებმა, კერძოდ ევროკავშირში, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი მოლაპარაკებაზე, გააორმაგეს ძალისხმევა მის ჩასაშლელად“, – განაცხადა დიპლომატმა.
ასევე, რიაბკოვი მიიჩნევს, რომ დარეგულირების დასრულების ვადებზე საუბარი არაკორექტულია.
„აქ ხელოვნური ვადები ვერ დაგვეხმარება. ვერანაირი დედლაინი – 9 დღე, 90 დღე, რაც გინდათ ის იყოს – რეალურ მუშაობას ხელს არ უწყობს“, – აღნიშნა მან.
მისი აზრით, „საჭიროა არა კალენდრის ფურცლების თვალიერება და გარკვეული თარიღების დაწესება, არამედ საკითხის არსზე ფოკუსირება“.

