ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ერთიანი ძალისხმევით კერძო სექტორთან და ბიზნესთან კომუნიკაციის საფუძველზე შეძლებენ პირველადი საჭიროების პროდუქციაზე ფასების შემცირებას.
„გამოიკვეთა კონკრეტული კომპონენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ სამომხმარებლო ფასების ზრდაზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კერძო სექტორთან, ბიზნესთან კომუნიკაციის საფუძველზე შევძლებთ, ერთიანი ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების პროდუქციაზე ფასების შემცირებას“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
კომენტარები

