საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით ვიდეოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ამ ინტერვიუს გამოქვეყნებისთვის გოგოტიშვილს კარგი დღე არ დაადგება.
„ცოტა ხნის წინ ერთმა ყოფილმა ჟურნალისტმა, რადიკალმა ნაცაქტივისტმა ვინმე გოგოტიშვილმა 9 ოქტომბერს ბაჩო ახალაიასთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა. ინტერვიუში ისეთ რამეს ამბობს ახალაია, რომ ხვალ დილიდან გოგოტიშვილს კარგი დღე არ დაადგება ამ ინტერვიუს გამოქვეყნებისთვის. წამოსცდა, ამოჭრა დაავიწყდათ თუ რა მოხდა, ამაზე თვითონ იდარდონ დანარჩენს თავად მოუსმინეთ“, – წერს ლევან მაჭავარიანი.
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.
კომენტარები

