რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას კიევზე მასირებული საჰაერო შეტევა განახორციელა. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
კლიჩკოს თქმით, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავდა 28 ადამიანი, 13 მათგანი საავადმყოფოშია მოთავსებული.
აფეთქებების ხმები ისმოდა კიევის დარნიცის, ობოლონის, გოლოსეევის, სოლომენის და დნეპრის რაიონებში. რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა.
მასირებული თავდასხმის გამო კიევში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები ფიქსირდება.
კომენტარები

