აშშ-ში უამინდობის გამო ათასობით ავიარეისი გაუქმდა და გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, აშშ-ის ჩრდილო-აღმოსაველთში ქარბუქია მოსალოდნელი, რის გამოც უკვე გაუქმდა 1600 ფრენა, კიდევ 74 000 ავიარეისი გადაიდო.
ყველაზე მეტად დაზარალდა ჯონ ფ. კენედის სახელობის, ნევარკისა და ლაგუარდიას აეროპორტები, როლებიც ნიუ იორკსა და მის სიახლოვეს მყოფ მგზავრებს ემსახურებიან. ნიუ იორკში ასევე შეფერხებულია მატარებლების მოძრაობაც.
შეფერხება ასევე შეეხო ბოსტონისა და ჩიკაგოს აეროპორტებსაც.
როგორც აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, უახლოეს ხანში ნიუ იორკსა და კონექტიკუტის სამხრეთ ნაწილში 23სმ თოვლია მოსალოდნელი.
მოსალოდნელი ქარბუქის და ნალექის გამო მძღოლებს ასევე მოუწოდებენ სიფრთხილე გამოიჩინონ.
ნიუ იორკის გუბერნატორმა მოქალაქეებს მოუწოდა თავი შეიკავონ ისეთი მოგზაურობისგან, რომელიც აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს. ანალოგიური გაფრთხილება გაავრცელეს ნიუ ჯერსისა და კონექტიკუტში.

