ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ შევამციროთ გადაუჭრელი საკითხები, ჩვენს მტერს, სავარაუდოდ, თავისი მიზნები აქვს და ამის შესახებაც ვიცით, – ამის შესახებ შეერთებული შტატებისკენ მიმავალმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თვითმფრინავის ბორტზე მედიასთან ისაუბრა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინისთვის არსებობს მკაფიო წითელი ხაზები და აშშ-სგან კომპრომისულ წინადადებებს მოელის. მისივე თქმით, მთავარია, როგორი უსაფრთხოების გარანტიების მისაცემად არის მზად პრეზიდენტი ტრამპი.
„მთავარი საკითხია, თუ როგორი უსაფრთხოების გარანტიების მისაცემად არის მზად უკრაინისთვის პრეზიდენტი ტრამპი. მესმის, რომ იურიდიულად სავალდებულო გარანტიები დამოკიდებულია როგორიც პრეზიდენტ ტრამპზე ასევე კონგრესზე. ჩვენ ვაფასებთ გუნდების დისკუსიებსა და ფაქტს, რომ გვაქვს საერთო ხედვა. თუმცა, ეს დამოკიდებული იქნება აშშ-ს პრეზიდენტზე: რის უზრუნველსაყოფად არის მზად, როდის იქნება მზად ამის უზრუნველსაყოფად და რამდენი ხნით. მე უდავოდ მადლიერი ვიქნები თუ მისი გადაწყვეტილება ჩვენ სურვილს დაემთხვევა.
„ვფიქრობ, ჩვენი შეხვედრები დაეხმარა მათ, უკეთ გაეგოთ მრავალი დეტალი: როგორც უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ასევე თუ როგორი გარანტიები გვჭირდება რუსებთან შეთანხმების რისკებთან დაკავშირებით, რადგან ისინი შეიძლება დღეს მუშაობდეს და ხვალ აღარ. ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ჩვენი ერი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

