ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან კორუფციისა და ადამიანის უფლებების შესახებ მუხლები ამოიღო. აღნიშნული ევრობიუროკრატების მიკერძოებულ პოლიტიკასა და ორმაგ სტანდარტს კიდევ ერთხელ ადასტურებს.
საქართველო, როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას ყველა მიმართულებით რეკორდულად უსწრებს. ქვეყანაში საშინაო პოლიტიკას განსაზღვრავს ეროვნული მთავრობა და არა ევრობიუროკრატია – სწორედ ამის გამო საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერებითა და სანქციებით ემუქრებიან.
„იმედის კვირა“ დაინტერესდა, როგორ ახერხებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პროვოკაციებისა და გამოწვევების მიუხედავად ქვეყნის მართვას და მოსახლეობის საჭიროებებზე ფიქრს – საამისოდ, მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სურსათზე ფასების შემცირების ინიციატივა.
კომენტარები

