წლევანდელი წელი იყო განსაკუთრებული, სადაც ჩვენ ვნახეთ გახლეჩილი საზოგადოება, დაპირისპირებული მოქალაქეები და ყველაზე ცუდი ამაში არის ის, რომ ეს არის გარედან თავსმოხვეული, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” თბილისის მერმა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, დღეს ყველაზე მეტად ერთიანობაა საჭირო.
„ერთმანეთის პატივისცემა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ყველაზე მეტად, რაც გვჭირდება ქართველებს ეს არის ერთიანობა, უფრო მეტი სიყვარული ვაჩუქოთ ერთმანეთს, უფრო მეტი პატივისცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები

