უდიდესი შრომა იდება ამ ყველაფერში იმისთვის, რომ განწყობა შევქმნათ, იყოს საზეიმო ჟრიამული, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” თბილისის მერმა კახა კალაძემ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით.
“47 წლის ვარ და ახალი წელი პატარა ბავშვივით მიხარია, ახალი წლის სადღესასწაულო დღეებისადმი ჩემი დამოკიდებულება, ვფიქრობ, ქალაქზეც აისახება. უამრავ ბედნიერ ადამიანს ვხვდები, ბედნიერ ოჯახს, ბედნიერ პატარას გაბრწყინებული თვალებით. უდიდესი შრომა იდება ამ ყველაფერში იმისთვის, რომ განწყობა შევქმნათ, იყოს საზეიმო ჟრიამული”, – განაცხადა თბილისის მერმა.
კომენტარები

