ევრობიუროკრატებს ქართველი ხალხის მიმართ არანაირი სენტიმენტები არ გააჩნიათ და ეს გამომჟღავნდა კიდეც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, ისინი ქართველი ხალხის მეგობრები არ არიან და სადამსჯელო ოპერაციებს აპირებენ.
“ადრე მხოლოდ იმაზე საუბრობდნენ, მხოლოდ ხელისუფლებას დავასანქცირებთო, მაგრამ ვამბობდით, რომ ეს ფარისევლობა იყო და მთელი ქართველი ერის დასჯას აპირებდნენ. ეს საიდან ჩანს? – არჩევნების წინ ჰერჩინსკი ქართველ ხალხს მოუწოდებდა, არასწორი არჩევანი არ გააკეთოთო. ფაქტობრივად, აიძულებდათ, ისეთი არჩევანი გაეკეთებინათ, რაც თავად უნდოდათ. ახლა ასეთი ნარატივი აქვთ – პირველ ეტაპზე ნახავენ, ხელისუფლებისთვის რა ზიანის მიყენება შეუძლიათ და შემდეგ უკვე ქართველი ხალხის ზიანზეც ალაპარაკდებიან. ისინი ქართველი ხალხის მეგობრები არ არიან, ისინი სადამსჯელო ოპერაციების გაკეთებას აპირებენ. ეს ყველაფერი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დაიწყო, როცა სამხედრო ავანტიურისთვის ნაბიჯები არ გადავდგით და პარტიზანულ ომში არ გადავეშვით. სწორედ, ამიტომ უნდათ ჩვენი დასჯა. არ დავუშვებთ, რომ ქართველი ხალხი ლტოლვილი გახდეს და ბომბები ცვიოდეს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

