მე მივმართავ საზოგადოებას და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სახელწმიფოს არ გააჩნია დღეს არანაირი ბერკეტი, რომ დაიცვას თავისი მოქალაქე მედია ტერორისგან ჩვენ დავაყენებთ საკითხს რომ საქართველოს კანონმდებლობაში იყოს შეტანილი მუხლი, რომლითაც გარანტირებული იქნება ცილისწამებისგან მოქალაქის დაცვა. დღეს ასეთი მუხლი კანონში არ არის, არც კონსტიტუციაში,- ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ პრესკონფერეციაზე საუბრისას განაცხადა.
ხაინდრავას განცხადებით, ეს არის ბოროტმოქმედების დასასრულის დასაწყისი, რამდენადაც მედია ფაშიზმი ქვეყანაში უნდა დასრულდეს.
„ამიტომ რეალურად ყველა ჩვენგანი დამოუკიდებლად ვართ განწირულები ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის. მე მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ ყველა, ვინც ასე ფიქრობს მხარი დაუჭიროს და შემოუერთდეს ამ ჩვენს წამოწყებას.
აქ არის 16 ცილისმწამებლური განცხადება, რომელიც ამ სიუჟეტში იყო ჩემ მიმართ, ჩემი ოჯახის და ჩემი საქმიანობის მიმართ. ამის ატანა მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელია. მე მართალია იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული ცილისწამების და ტყუილების მიმართ, იმიტომ რომ წლებია ეს ყველაფერი ხორციელდება და ჩემი ოჯახის წევრებიც შეეჩვივნენ ამას, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი, აი ამის იქეთ, მე ვფიქრობ, დღეს ქართულ სახელმწიფოს გააჩნია იმდენი დამოუკიდებლობა, ღირსება, თავმოყვარეობა, რომ ქართულმა საზოგადოებამ შეძლოს, რომ ამ სენს ბოლო მოუღოს, მედია ფაშიზმი უნდა დასრულდეს. მე მინდა დავპირდე ამ ბოროტმოქმედებს, რომ ეს იქნება დასაწყისი მათი დასასრულის.“- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

