უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინს ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსეთის ლიდერს ომის დასრულების სურვილი არ აქვს.
„ჩვენთვის სულ ერთია როგორ შევხვდებით, რა ფორმატში მოვილაპარაკებთ. ჩვენ მზად ვართ. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ლიდერის მოქმედებები და სიტყვები ერთმანეთს ემთხვეოდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ჟურნალისტებთან ონლაინ-ფორმატში საუბრისას, მან ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმა უკრაინელმა ხალხმა რეფერენდუმის გზით უნდა დაამტკიცოს.
კომენტარები

