უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის მოსაგვარებლად საჭირო დოკუმენტების ნაწილი, რომელიც მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში შემუშავდა, ხელმოსაწერად იანვარში იქნება მზად.
„მიგვაჩნია, რომ იანვარში არის შესაძლებლობა, შედგეს ევროპის, აშშ-ისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა. არსებობს დოკუმენტები, რომლებიც იანვარში ზუსტად იქნება მზად ხელმოსაწერად“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ ყველაფერი „უკვე დამოკიდებულია მხარეების შესაძლებლობებსა და ხელმოწერის სურვილზე“.
კომენტარები

