უკრაინაში კორუფციის კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა. გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, ვინიცის ოლქში, შუქნიშნებისა და ქუჩის განათებისთვის გამოყოფილი მილიონ 600 ათასი გრივნის ოდენობით საბიუჯეტო სახსრების მითვისების ფაქტი გამოააშკარავეს.
ეჭვმიტანილად, ინფრასტრუქტურის აღდგენისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი მიიჩნევა.
გამოძიების ცნობით, 2022 წელს შუქნიშნების, ქუჩის განათებისა და გზების კეთილმოწყობისთვის ხელშეკრულება, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე საზოგადოებასთან იყო გაფორმებული.
2023-24 წლები კი, კონტრაქტორი ყოველთვიურ გადასახადებში, ელექტროენერგიის გადასახადს 20 %-ით ზრდიდა. მითვისებულმა თანხამ 2 წლის განმავლობაში, მილიონ 600 ათასი გრივნა შეადგინა.
კომენტარები

