რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ქალაქ ოდესაზე და ოდესის ოლქზე დრონებით მასშტაბური შეტევა განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაიბომბა ოდესის სამოქალაქო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. დაბომბვის შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.
როგორც უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, დაშავებულთა შორისაა შვიდი თვის და რვა წლის გოგონა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. საჰაერო იერიშის დროს სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 14 წლის მოზარდმა ბიჭმაც, ხოლო 42 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კომენტარები

