მიმდინარე წლის 30 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილისა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ერმეკ კოშერბაევის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს 2025 წლის განმავლობაში ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა.
„საუბრისას ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანზიტო-ლოგისტიკურ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
მხარეებმა ასევე აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის შემდგომ განვითარებას და განიხილეს სამომავლო გეგმები“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
კომენტარები

