გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ახალგაზრდა მამაკაცები ქვეყანაში დარჩნენ და საზღვარგარეთ არ წავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მერცმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, უზრუნველყოს ახალგაზრდა უკრაინელი მამაკაცების მიერ სამხედრო სამსახურის საკუთარ ქვეყანაში გავლა.
„უკრაინამ უნდა უზრუნველყოს, რომ ახალგაზრდები არ წავიდნენ გერმანიაში, პოლონეთსა თუ საფრანგეთში“, – აღნიშნა კანცლერმა.
კომენტარები

