სტამბოლში თურქი მსახიობი ჯან იამანი დააკავეს, მასთან ერთად დააკავეს მსახიობი სელენ გორგიუზელი. გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილ მსახიობ ჯან იამანს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა. თურქული მედია წერს, რომ 9 იანვარს, 9 ობიექტში, მათ შორის, Bebek Hotel-სა და Klein Phönix-ში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სტამბოლის ღამის კლუბებსა და სასტუმროებში პოლიციამ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება, მათ შორის კოკაინი, მარიხუანა და თხევადი ნარკოტიკი ამოიღო. თურქეთის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ხელშეწყობისა და პროსტიტუციის ხელშეწყობის ფარგლებში, ჯამში 7 ადამიანი დააკავა. ხელახლა დააკავეს მოდელი და წამყვანი მელისა შაჰინი, აიშე საღლამი და ჯერენ ალფერი. დაკავებულთა შორის არიან ობიექტის მფლობელი, მენეჯერები და იუთუბერებიც. ჯან იამანი დაკითხვაზე გადაიყვანეს, ექსპერტიზა ჩაუტარეს და დროებით გაათავისუფლეს, თუმცა თურქული მედია წერს, რომ გამოძიება გრძელდება.
სტამბოლში თურქი მსახიობი ჯან იამანი დააკავეს
11.01.2026 10:19:31
ნანახია: 26 ჯერ

