ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა აღმოაჩინა, რომ საბჭოთა კავშირის ჯაშუშის შთამომავალია. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ის ტელეარხთან Public Sénat დოკუმენტური ფილმის „გლუკსმანები, ოჯახის ისტორია“ (Les Glucksmann, une histoire de famille) მოსამზადებლად თანამშრომლობდა.
ფილმის მომზადებისას დადგინდა, რომ ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში დაბადებული რუბინ გლუკსმანი იყო საიდუმლო აგენტი, რომელიც სტალინურ რეჟიმს ემსახურებოდა. ის ბოლშევიკური რევოლუციის მთელ მსოფლიოში გავრცელების მიზნით გადაიბირეს. მისი საქმიანობა რამდენიმე ქვეყანას მოიცავდა:
გერმანიაში უფროსი გლუკსმანი ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს რესპუბლიკელებისთვის იარაღის მიწოდებით იყო დაკავებული.
1940 წელს ის ბრიტანულმა კონტრდაზვერვამ დააპატიმრა, რის შემდეგაც კანადაში გააძევეს, მაგრამ გემი, რომელზეც ის ჩრდილოეთ ამერიკაში გაგზავნეს გერმანულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა.
„ძალიან მინდა მასთან ერთად დავჯდე და მის ისტორიას მოვუსმინო“, – აღნიშნა რაფაელ გლუკსმანმა გამოცემა Le Parisien-თან საუბრისას.

