ვენესუელამ ორი იტალიელი პატიმარი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იტალიის პრემიერ-მინისტრზე, ჯორჯია მელონიზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მელონი აცხადებს, ჰუმანიტარული დახმარების მუშაკი ალბერტო ტრენტინი და ბიზნესმენი მარიო ბურლო გათავისუფლებული არიან და ახლა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში, იტალიის საელჩოში იმყოფებიან.
იტალიის პრემიერის თქმით, რომიდან თვითმფრინავი უკვე გაფრინდა, რათა გათავისუფლებული იტალიის მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნოს.
მელონიმ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს „კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გათავისუფლებულ პატიმრებს უკვე ესაუბრა.
მას შემდეგ, რაც აშშ-მ ვენესუელის უკვე პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავა, პატიმრობიდან არაერთი ადგილობრივი და უცხოელი გაათავისუფლეს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი იტალიელი ტყვის ბედი კვლავ გაურკვეველი რჩება.
ცნობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების მუშაკი ალბერტო ტრენტინი 2024 წლის ბოლოს დააკავეს. მედიის ცნობით, იტალიის მთავრობა მისი და სხვა პირების გათავისუფლებაზე 400 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა.

