საქართველოს საპენსიო ფონდი 2025 წლის 31 დეკემბრის სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს.
საპენსიო ფონდის მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 706 ათასი ადამიანია.
„2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 26,820-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 124 მილიონი ლარი. დეკემბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.2 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა“, – ნათქვამია საპენსიო ფონდის ინფორმაციაში.
კომენტარები

