„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია „პოლიტიკოს“ გავრცელებულ ცნობას ეხმიანება იმის თაობაზე, რომ ევროპა შიშობს, აშშ რუსეთთან მათთან თანხმობის გარეშე შეთანხმებას გააფორმებს.
თოფურიას თქმით, ახლა ევროკავშირიც მიხვდა, რომ ომი ვერ დასრულდება რუსებთან მოლაპარაკებების გარეშე.
„წლების განმავლობაში, ბრიუსელის კონტროლის ქვეშ მყოფი ე.წ. ლიბერალური „სამოქალაქო საზოგადოება“ აშანტაჟებდა ყველას, ვინც რუსეთთან დიალოგზე ისაუბრებდა.
ახლა კი ევროკავშირმა გააცნობიერა, რომ ის მოლაპარაკებების მაგიდასთან არ იმყოფება და რომ ომი ვერ დასრულდება რუსებთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე”, – წერს ვახტანგ თოფურია.

კომენტარები

