აზერბაიჯანში „ისლამური სახელმწიფოს“ განშტოების სამი წევრი დააკვეს, რომლებიც ბაქოში ერთ-ერთ საელჩოზე თავდასხმას გეგმავდნენ.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულები „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთის განშტოების, „ისლამური სახელმწიფო ხორასანის“ (ISIS-K) წევრები იყვნენ.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ არასახელებს, კონკრეტულად რომელი ქვეყნის საელჩოზე იგეგმებოდა თავდასხმა. გამოძიება „ტერიზმის მომზადების“ მუხლით მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული 2000 წელსაა დაბადებული, ხოლო ორი – 2005 წელს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულები ტერაქტს „რელიგიურ ნიადაგზე გეგმავდნენ“. მათივე ცნობით, ამოღებულია იარაღი.
სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება.
