იტალიის კუნძულ სიცილიაზე, ძლიერი წვიმით გამოწვეული მეწყერი ქალაქს ანადგურებს. ქალაქ ნიშამიში სახლები, გზები და უბნები მეწყრის შედეგად იშლება. ქალაქის მერმა სიტუაციას “დრამატული“ უწოდა.
იტალიური მედიის ცნობით, სტიქიური მოვლენის გამო დაიხურა სკოლები, უსაფრთხოების მიზნით, ქალაქს არ მიეწოდება გაზი. ამასთან, მეწყერი კვლავ ფართოვდება, ასობით შენობა ჩამონგრევის პირასაა.
ათასობით მცხოვრები ევაკუირებულია. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
კომენტარები
