აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, გაერთიანებულ არაბთა საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გასამართ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ამერიკული მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ბიზნესმენი, ჯარედ კუშნერი მონაწილეობას არ მიიღებენ.
როგორც რუბომ აშშ-ის კონგრესში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, ამერიკული მხარე მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი იქნება, თუმცა სხვა ადამიანებით.
„მასში [მოლაპარაკებებში] აშშ, შესაძლოა, მონაწილეობდეს, მაგრამ ესენი არ იქნებიან სტივი და ჯარედი“, – აღნიშნა რუბიომ.
ცნობისთვის, უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი აბუ-დაბიში 1 თებერვალს არის დაგეგმილი.
კომენტარები
