აპრილისთვის უკვე გვექნება აბსოლუტურად ცხადი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება კომისიის საქმიანობის შედეგი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეალურად ხელშესახებ, პოზიტიურ ცვლილებებს ვიხილავთ, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ფასების რეგულირებაზე საუბრისას.
მან ამ კუთხით მთავრობის მიერ გაწეული სამუშაო პროცესი შეაჯამა და საპარლამენტო სივრცეში დაგეგმილ შეხვედრების ფორმატზეც ისაუბრა.
„ერთი ეტაპი წარმატებით დასრულდა, წარმატებით იმდენად, რამდენადაც სექტორთან შეხვედრების ფორმატში ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაც იყო გაზიარებული ურთიერთშორის და ამავდროულად, გაჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ერთგვარი შეთანხმება თვითონ სექტორსა და კომისიის წევრებს შორის, სახელმწიფოს შორის, რომ გარკვეული მიმართულებებით რეალურად ჩნდება გარკვეული შესაძლებლობა, აღქმული იყო ეს შესაძლებლობა და სამუშაოს სამომავლო ფორმატიც ალბათ, ორიენტირებული იქნება უკვე კონკრეტული საკითხების დამუშავებაზე.
მომდევნო ეტაპზე მთელი ყურადღება გადატანილი იქნება საპარლამენტო ფორმატებზე. აპრილისთვის უკვე გვექნება აბსოლუტურად ცხადი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ამ კომისიის საქმიანობის შედეგი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეალურად ხელშესახებ, პოზიტიურ ცვლილებებს ვიხილავთ ამ კომისიის საქმიანობის შედეგად“, – განაცხადა მინისტრმა.
ქვეყანაში ფასების შემცირების რესურსი არსებობს – ასეთია მთავრობის საკოორდინაციო კომისიის მუშაობის შედეგი. სავარაუდოდ, ფასების შემცირების მიზნით სამუშაო პროცესი აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.
