დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მდივანს, გიორგი ბარამიძეს დაუსწრებლად 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
რუსული მხარის ცნობით, ბარამიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამო.
რუსეთის გენპროკურატურის ინფორმაციით, ბარამიძე 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ჩავიდა და „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდა. ის რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა.
რუსეთმა საქართველოს ყოფილ სახელმწიფო მინისტრზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
კომენტარები
