სახელმწიფოს პოზიტიური როლია, რომ ამ პროცესში ასევე პოზიტიურად ჩაერიოს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ფასების რეგულირებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნესის, ასევე მომხმარებლების ინტერესების დაცვა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიზნესთან ერთად ყველა ამ ფას ფორმირების ეტაპის გავლის შემდგომ ერთად მოვიფიქრებთ როგორ შეიძლება, რომ ფასების კლებას მივაღწიოთ ისე, რომ დაცული იყოს ბიზნესის ინტერესები, რა თქმა უნდა ამოსავალი წერტილი მომხმარებლების ინტერესებია“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პარალელურად, პარლამენტი მუშაობას იწყებს სურსათზე, მედიკამენტებისა და საწვავზე ფასების დაკლებაზე. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც 14 დეპუტატით დაკომპლექტდა. კომისია სამი თვის განმავლობაში იმუშავებს.
