„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი დონორების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების გაუმჭვირვალე დაფინანსებას გამოეხმაურა.
„იმ არასამთავრობოების დაფინანსება, რომლებიც ესტონეთში არიან დარეგისტრირებული რაღაც მისამართზე, სადაც მხოლოდ დანგრეული ხუხულაა, წარმოშობს ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს. ფონდები, რომლებიც ასეთ NGO-ებს აფინანსებენ, ცხადია, ამ ავანტიურაში მონაწილეობის მიღებას აპირებენ. ფაქტი, რომ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები თუ ქვეყნები თავს არიდებენ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას, მოწმობს, რომ მათ რაღაც აქვთ დასამალი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
კომენტარები
