ყაზახეთის ქალაქ აკტობეში უცნობი პირები იარაღის ორ მაღაზიასა და სამხედრო ნაწილს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 6 ადამიანია დაღუპული. რუსული მედია შსს-ს პრესსპიკერზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულთა შორის სამი თავდამსხმელია, ორი სამხედრო მოსამსახურეა, ერთი კი მაღაზიის გამყიდველი.
შსს-ს წარმომადგენლის ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან ერთი დაკავებულია, სამი – დაღუპული, დანარჩენებმა კი მიმალვა შეძლეს.
კომენტარები