საქართველოა პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქართველ სპორტსმენებს შეხვდა. ამის შესახებ ის პირად გვერდზე წერს.
”მილანში, ჩემს მეუღლესთან და სპორტის მინისტრთან, შალვა გოგოლაძესთან ერთად ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ფიგურულ მოციგურავეებს შევხვდი.
ჩვენი ხალხის სახელით, მადლიერება გამოვხატე იმ სიხარულისთვის, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მათი გამარჯვებით განვიცადეთ.
როგორც შეხვედრისას აღვნიშნე, სპორტსმენების წარმატება გადამდებია. ისინი ჩვენს მომავალ თაობას სანიმუშო მაგალითს აძლევენ.
მინდა ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა იცოდნენ, რომ მთელი ქვეყანა მათ გვერდით დგას.
წარმატებას ვუსურვებ მათ!”






კომენტარები
